საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია, ეკლესიაში რუსული გავლენებია - დავით ბერძენიშვილი
საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია, ეკლესიაში რუსული გავლენებია - დავით ბერძენიშვილი

A+ A-

17:01 06/04/2020

„საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია. ახლაც, ამ მძიმე დროსაც, ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს.  ვაჭრობის თემა კორონავირუსია, - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის”ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “2020NEWS”-თან საუბარში.

“ამაჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის. საპატრიაქოს აქვს გავლენა მრევლზე, რომელიც არჩევნების დღეს, ერთი დღით ამომრჩევლად იქცევა ხოლმე. ქართული ეკლესიის მღვდელმთავრები თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის საკითხებში მოიკოჭლებენ.

ისინი არ უჯერებენ მსოფლიო პატრიარქსა და ქართველ თეოლოგებს, რომლებიც ამ საქმეში მათზე გაცილებით უფრო კვალიფიციურები არიან. ბოლო წლებში საპატრიაქო ძალინ დაზარალდა ე.წ. „ციანიდის საქმისა“ და სხვა ბევრი სკანდალის გამო. პრაქტიკულად, საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია, მათ პოსტსაბჭოა ბიზნესი აქვთ. ამასთან, ეკლესიაში რუსული გავლენებია. ეკლესიის მიმართ ნდობა სერიოზულად შეირყა და ესეც არის ფაქტორი იმისა, თუ რატომ უწევს ეკლესია წინააღმდეგობას ხელისუფლებას”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოს საპატრიაქოში ზოგს გაუჩნდა ყალბი ილუზია, რომ ქართველები უფრო მაგარი მართლმადიდებელები ვართ.

“მსოფლიოში ყველა რელიგიური კონფენსია, მათ შორის, მართლმადიდებელი ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბერძნული ეკლესიები, რუმინელები, ბულგარელები და რუსებიც კი, ადეკვატურად აფასებენ შექმნილ საფრთხეებს. შესაძლოა, საქართველოს საპატრიაქოში ზოგს გაუჩნდა ყალბი ილუზია, რომ ქართველები უფრო მაგარი მართლმადიდებელები ვართ, ვიდრე მთელი დანარჩენი მართლმადიდებლური სამყარო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ინფორაციისთვის, ხვალ მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, მრევლს ეკლესიაში მისვლა არ ეკრძალება. როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, მორწმუნეებს შორის დისტანციის დაცვას თავად უზრუნველყოფენ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე