ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა
ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა

A+ A-

16:36 06/04/2020

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა. მიზეზი სასწრაფოს ჯგუფის ექიმის დედის ინფიცირებაა.

62 წლის ქალბატონი, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში „ცხელების ცენტრიდან“ გუშინ გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების აღნიშნული ჯგუფის ექიმის დედაა.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია რუხაძის ინფორმაციით, ექიმს ამ დრომდე არავითარი სიმპტომი გამოვლენია.

ქუთაისში ეს უკვე სასწრაფოს მეორე ბრიგადაა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. მედიკოსების ის ჯგუფი, რომელმაც 67 წლის მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა და რამდენიმე დღეში „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.