კორონავირუსის ბოლო 18 შემთხვევიდან 5 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული
კორონავირუსის ბოლო 18 შემთხვევიდან 5 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

A+ A-

10:51 06/04/2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავრუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი მათ ცენტრშია მოთავსებული.

მისივე თქმით, მათ შემთხვევაში ინფიცირების წყაროები ცნობილია.

„ჩვენი პაციენტების კონტაქტებია.ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტი და აქედან ხუთი იყო დადებითი, სამ პაციენტთან, კონტაქტებია, იქ გაურკვეველი პასუხია, რომელიც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 188 შემთხვევაა დაფიქსირებული.