ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსით 674 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსით 674 ადამიანი გარდაიცვალა

A+ A-

15:09 05/04/2020

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 12 418-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 023 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 130 759 შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.