"საქართველო გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა" – "ტელეგრაფი"
"საქართველო გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა" – "ტელეგრაფი"

A+ A-

14:39 05/04/2020

“საქართველო გამოირჩევა ევროპელ ხალხებს შორის, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა”, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემის, „ტელეგრაფის“ სტატიაშია აღნიშნული.

საქართველოს შესახებ “ტელეგრაფში” სტატია გამოქვეყნდა სათაურით – „რა შეიძლება ისწავლოს ბრიტანეთმა პატარა ქვეყნებისგან, რათა თავიდან აირიდოს სრული კარანტინი“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვირუსთან  გამკლავების შესაძლებლობის მაჩვენებელი პანდემიის დაწყებამდე საქართველოს ხელსაყრელი არ იყო, თუმცა მოგვიანებით არსებულმა რეალობამ საპირისპირო შედეგი აჩვენა.

„ჯანდაცვის უსაფრთხოების გლობალური ინდექსი, რომელიც ზომავს ქვეყნის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს დაავადებებს, კორონავირუსული დაავადების დაწყებამდე საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იყო.

გასულ წელს კავკასიის ქვეყანა მზადყოფნის დონით 42-ე ადგილს იკავებდა. ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის მაღალ რეიტინგთან შედარებით, მცირე სახით ჩანდა. რამდენადაც, გასულ კვირას „კოვიდ 19“-მა ინფიცირების მილიონიანი ნიშნული გადალახა, საქართველო გამოირჩევა ევროპელ ხალხებს შორის, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა“, – აღნიშნულია “ტელეგრაფის” სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 4 აპრილამდე საქართველოს კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა გარდაცვლილი, ინფიცირების შემთხვევათაგან კი ყველა იმპორტირებული ან იმპორტირებულებთან პირდაპირ კავშირში მყოფი იყო.