წინ უმძიმესი კრიზისი გველოდება, ხალხი ისევ მთავრობას ეჟღურტულება და მათ წყალ-წყალა პიარს შესციცინებს - გურამ ქართველიშვილი
წინ უმძიმესი კრიზისი გველოდება, ხალხი ისევ მთავრობას ეჟღურტულება და მათ წყალ-წყალა პიარს შესციცინებს - გურამ ქართველიშვილი

A+ A-

14:43 04/04/2020

მწერალი და რეჟისორი გურამ ქართველიშვილი იმ მოსალოდნელ უმძიმეს კრიზისზე წერს, რომელი ჩვენს ქვეყანას უახლოეს მომავალში „წინ უმძიმესი კრიზისია. ეს დროც დადგა. ნეოლიბერალურმა მსოფლიო რეჟიმმა კორონას აფერით დაასრულა თავისი აფსურდული გზის ეტაპი და გაურკვეველ კრიზისულ მომავალს დაუდო სათავე. ეს სახეზეა.

ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდა ტვინის სარეცხი ლიბერ პროპაგანდისგან საქართველოში, მალე გამოფხიზლდება, რადგან მომავალი ისეთივე მწარეა, როგორსაც წლების განმავლობაში ველოდით საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი. დეგრადაციული და ხალხთა გამრყვნელ-გადამგვარებელი ნეოლიბერალიზმი რომ სიკეთეს არ მოიტანდა ეს ლოგიკური იყო, მაგრამ თუ ასე გაიმეტებდნენ გლობალისტ-ლიბერალები მსოფლიოს, ეს მაინც ძნელად იყო დასაჯერებელი.

კორონას საფრთხის ,,შიშით" ჯერ ახლად გამოკეტილები ვართ სახლებში, გაზაფხულია და კიდევ ვერ ვგრძნობთ რა გველის წინ. ხალხი ისევ მთავრობას ეჟღურტულება და მათ წყალ-წყალა პიარს შესციცინებს. კალაძეს, რომელიც თბილისის ქუჩებს არწყვევინებს წყლით და ნაპარავიდან ხურდას არიგებს მოწყალებად, ისევ ოდებს უძღვნიან ფანები. გახარია პრემიერმინისტრი ვითომ სახელმწიფოებრივი ენით ამეტყველდა, ჯერ არაფერი გაუკეთებია და უკვე „დროის გმირის" მანტია წამოასხეს ქართველებმა, ვასიკო ანტიქართველი და სოროსის აღზრდილი მაღლაფერიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ „ამხედრდა" თურმე, ხოლო საქართველოს ჰესებად დატბორვის დედა, თურნავა რაციონალურ წინადადებებს ელის ჩვენგან ქვეყნის განსავითარებლად.

ერთი სიტყვით: ლიბერასტული დაბოლება გრძელდება და ხალხიც გატრუნულია. ვითომც არაფერი. არადა ქვეყანა ზემოთ ჩამოთვლილთა ხროვისგან პირწმინდად გაძარცულია სახელმწიფო. საქართველოს ნაც-ქოცების ბარბაროსული მმართველობის შედეგად უკვე 18 მილიარდი დოლარი აქვს ვალი. წარმოება ქვეყნის პოტენციალის 3%-ც ვერ იკავებს, ხოლო სოფელი დაცლილია. სოფლის მეურნეობა კი პირწმინდად მოშლილ-გაპარტახებული.

ქვეყანაში მოქმედებს ანტიქართულ--სახელმწიფოებრივი განათლების სისტემა, დამცრობილ-ამოძირკვულია სამეცნიერო სკოლები და ქვეყნის იდეოლოგია პედერასტულ ,,ფასეულობებზეა" აგებული. მგონი რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ ასეთი დაცემული სახელმწიფო როგორ გაართმევს თავს კორონას მიერ პარალიზებული მსოფლიოს კრიზისების ფონზე პრობლემებს.

ამის პასუხიც მარტივია: იქნება უდიდესი გაჭირვება და შიმშილი, რადგან ამ ხელოვნურად აგორებულ ჯერ არნახულ კრიზისს შედეგად მსოფლიოს სახელმწიფოების კარის შეკეტვის ტენდენცია მოყვება და უპატრონოდ დარჩენილი, გაძარცული საქართველო ნაკლებ გაახსენდება ვინმეს.

გარდა რუსეთისა, აუცილებლად მოყვება კორონას კრიზისს მსოფლიოს ახალი გადანაწილება და საქართველო დიდი ალბათობით, ისევ ჩრდილოელი მეზობლის გავლენის სფეროში მოექცევა.. დრევანდელი ხელისუფლება კი, რომელსაც ასე შეჟღურტულებს კვლავ ლიბერპროპაგანდისგან ტვინგარეცხილი ქართველობის დიდი ნაწილი, გაიქცევა თავისი ნაძარცვიანა, რომელიც უკვე ოფშორულ ზონებში აქვთ გადაქაჩული.

სხვა რეჟიმი გვმართებს თანამოქალაქენო ამ დიდი განსაცდელების წინაშე და სულ სხვა რეჟიმში ვართ. ისევ ლიბერასტული ტელევიზიით ვიშტერებთ თავს და კვლავ იმათ ცრუ პიარს ვსასოებთ ვინც ასე დაასუსტა ჩვენი სახელმწიფო. არადა მოგვიწევს გამოფხიზლება ქართველებს და რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით უფრო მძიმე იქნება მომავალი კრიზისი.

სანამ გამოსავალზე ფიქრს დავიწყებთ, სწორად ფიქრი უნდა დავიწყოთ, თორემ ისეთი ქვეყანა გვაქვს, რომ არ გაგვიჭირდება თავის გატანა, ოღონდ მთელი რესურსების ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს და უპირველესად, დღეს ივანიშვილის კლანის მიერ კონტროლირებადი ოქროს და მარგანეცის საბადოები სახელმწიფოს დაუბრუნდეს, სხვა დანარჩენთან ერთად. გამოსავალი არსებობს ოღონდ არა ამ კლანურ-მაფიოზური მთავრობის ხელში. ესენი გარე ძალებთან ვალდებულებებით არიან საცსე და არასდროს გადაწყვეტენ რამეს ქართველების სასარგებლოდ“, - წერს გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.