იტალიელი დიზაინერი სერჯიო როსი კორონავირუსით გარდაიცვალა
იტალიელი დიზაინერი სერჯიო როსი კორონავირუსით გარდაიცვალა

A+ A-

16:48 03/04/2020

იტალიელი დიზაინერი და ფეხსაცმლის ლუქს ბრენდის დამაარსებელი სერხიო როსი 84 წლისა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ Vogue წერს.

ცნობილი დიზაინერი 2 აპრილს იტალიაში, ქალაქ ჩეზენაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ დღეს გავრცელდა. სერხიო როსიმ ქალის ფეხსაცმლის კომპანია და ბრენდი Sergio Rossi 1951 წელს დაარსა.

2015 წლამდე ბრენდს ფრანგული კომპანია ფლობდა.

შემდეგ კი კომპანია Riccardo Sciutto მფლობელობაში გადავიდა. 60-იანი წლებიდან ბრენდი ასოცირდებოდა იტალიური ფეხსაცმლის ხარისხთან.

ცნობისთვის, იტალიაში ამ დროისთვის 115 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 14 ათასამდე ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.