37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად და ექიმის გამოძახება არაა საჭირო - პაატა იმნაძე
37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად და ექიმის გამოძახება არაა საჭირო - პაატა იმნაძე

A+ A-

14:36 03/04/2020

"37 გრადუსზე ექიმის გამოცხადება საჭირო არ არის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 37 გრადუსი საგანგასო ტემპერატურა არ არის და არ ღირს შეშფოთება.

"მე რომ არ ვთქვა, რომ 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად, ჩემზე მეტი იცის Google-მა და არსებობს ასევე სხვადასხვა ენიკლოპედია და არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. იმისათვის, რომ ადამიანს ექიმის კონსულტაცია დასჭირდეს, მას 37,5 ან მეტი გრადუსი სიცხე უნდა ჰქონდეს. თუმცა მარტო ესეც არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს საეჭვო შემთხვევად ჩაითვალოს“- აღნიშნა იმნაძემ.