ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს
ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს

A+ A-

17:54 02/04/2020

ჩინელ ექიმს, რომელმაც ახალი კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებამ მიიღო.

ლი ვენლიანგმა კორონავირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააფიქსირა და კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მაშინ დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. ექიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობდა, თავად გახდა ვირუსით დაინფიცირებული და 6 თებერვალს გარდაიცვალა.

მისი გაფრთხილებიდან 4 თვის შემდეგ ვირუსს უკვე 180–ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან.

ცნობისთვის, მსოფლიოში "COVID-19"–მა 49 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 960 000–ს გადააჭარბა, 203 000-ზე მეტი დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.