ახლა ფართოთ გავახილეთ თვალები, გამარჯობა რეალობა, ჩვენ გავიმარჯვებთ! - ლალი მოროშკინა
ახლა ფართოთ გავახილეთ თვალები, გამარჯობა რეალობა, ჩვენ გავიმარჯვებთ! - ლალი მოროშკინა

A+ A-

17:10 02/04/2020

„ახლა ფართოთ გავახილეთ თვალები, გამარჯობა რეალობა, ჩვენ გავიმარჯვებთ! - ასე ეხმიანება ჟურნალისტი და მწერალი ლალი მოროშკინა დღეს შექმნილ რეალობას. „ანალური ხვრელის რეტროსპექტიული ჩვენება წარსულს ჩაბარდა. აბა რას ვიფიქრებდით, რომ პრაიდის გულანთებული მესვეურები კვლავ სოფლებს დაუბრუნდებოდნენ და მათ სექსუალურ ფეტიშს თოხი და ბარი შეცვლიდა?

თუმცა შეგვიძლია ამაშიც ვეძებოთ ფალოსის საწყისი...სად არიან ჩემი ტკაცუნა, კოჭშიშველა, ბლანჟეიანი ბიჭები, სულ ბაჭიებს რომ დაემსგავსნენ და "ღმერთო გვიშველეთი" ხსნიან "ფბ" დღეს (ის წვერუკებიც რომ კანონმორჩილად გაიპარსეს).

რას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი კვაზი ფეშენ "დივები" პირბადეებს აიფარებდნენ, რომ ბოტოქსის დეფიციტი დაემალათ...არადა იწლაწება ეს ოხერი, ყოველ წამს თუ არ შეასხურე...სად წავიდნენ გულში მჯიღის მცემი სუპერ "გმირები", ეკლესიას და პატრიარქს რომ ებრძოდნენ?

სად აორთქლდნენ ერის დამოძღვრით ცაში აჭრილი ე.წ. პოეტები? ასე უცებ განღმერთდნენ? სად არის აი ის ახალგაზრდობა, ერთმანეთის შეფურთხებას რომ პერფომანს ეძახდა? ახლა აღარ გინდათ სხვისი ფურთხი, ხო? საბოლოოდ ფრჩიხლდათლილ ფასკუნჯებს დაემსგავსნენ ღმერთის და რელიგიის დამკნინებლები.

თან რომ დაფხაჭვნის ინსტინქტი ჯერ კიდევ აქვთ და თან რომ გაუცურდათ... სამაგიეროდ კვლავ პირველ პლანზე გამოვიდნენ ნამდვილი გმირები, როგორც მაშინ 90-იანებში... ისინი იღუპებოდნენ ომში, არ აბიჯებდნენ დროშას, გამოყავდათ დაჭრილები... ვიღაცა კი დუბაიდან ჩამოტანილ ავეჯს ყიდდა...

ქვეყანა დაიყო სამ ნაწილად: ავნიღბიანი, ცელოფანაწეპილი ბაჭიები, "ავეჯის გამყიდვლები" და ნაღდი, აი ძალიან ნაღდი გმირები! ასე იყო მუდამ, უბრალოდ ახლა ფართოთ გავახილეთ თვალები, გამარჯობა რეალობა! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.