იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 13 ათასზე მეტი ადამიანი
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 13 ათასზე მეტი ადამიანი

A+ A-

15:19 02/04/2020

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 ათასს გადააჭარბა, მათგან 5 ათასამდე ადამიანი გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 13 ათასზე მეტია, აქედან მხოლოდ გასულ 24 საათში 727 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 16 847-ია. ამ დროისთვის 81 ათასამდე ადამიანი ებრძვის ვირუსს, მათგან 4035 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საგანგაშოა გარდაცვლილი ექიმების სტატისტიკა. მკვლელ ვირუსს 40-ზე მეტი იტალიელი ექიმი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა იტალიაში 20 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. პნევმონიის აფეთქება ჩინეთიდან 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.