ირანში, 24 საათში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა, 2875 კი დაინფიცირდა
ირანში, 24 საათში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა,  2875 კი დაინფიცირდა

A+ A-

14:31 02/04/2020

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2875-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 50 468 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 3136 ადამიანი.

ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია 3956 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა 16 711.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.