“მე არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან…” – დონალდ ტრამპი
“მე არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან…” – დონალდ ტრამპი

A+ A-

12:11 02/04/2020
 

"მე არ ვიცი, შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ ციფრები", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილ, გასაიდუმლოებულ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ნახსენებია, რომ ჩინეთმა „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის მონაცემები გამიზნულად შეამცირა.

„მე არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, როდესაც მას ჩინეთის მონაცემებთან დაკავშირებით ჰკითხეს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ჩინეთის მონაცემები უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ამის შესახებ ანგარიშებშია მოხსენებული ან რისი მოწმეც თავად გახდნენ.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი კი გაცილებით ნაკლებია, აშშ-ში გამოვლენილ შემთხვევებზე, რაც ვაშინგტონს მონაცემების სისწორეში აეჭვებს.