სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული, აქედან გამომდინარე დაკლებულია კრიმინალი - ვახტანგ გომელაური
სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული, აქედან გამომდინარე დაკლებულია კრიმინალი - ვახტანგ გომელაური

A+ A-

16:34 01/04/2020

სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული დღეს, თუ იყო 10 პოლიციელი ერთ-ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელი დგას. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, კრიმინალის მატების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„არაფერია მომატებული. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო. მთლიანად სტატისტიკით ბევრად დაკლებულია რიცხვები, ბევრად დაბალია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მარნეულშიც შეიძლება მოხდეს, გორშიც და თბილისშიც ხდება, მაგრამ თუ ხდებოდა 10, ახლა ხდება სამი-ოთხი“, - აღნიშნა გომელაურმა.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.