ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავრუსით კიდევ ერთი ქართველი სასულიერო პირი დაინფიცირდა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავრუსით კიდევ ერთი ქართველი სასულიერო პირი დაინფიცირდა

A+ A-

13:13 31/03/2020

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავირუსით, მამა იოსებ მინდიაშვილის გარადა, მამა სპირიდონ ნარსიაც დაინფიცირდა. ამის შესახებ ”2020NEWS“-ს ინფორმაცია თეოლოგმა ლადო ნარსიამ მიაწოდა.

როგორც ნარსიამ სააგენტოსთან განაცხადა, დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ მამა სპირიდონისგან თავად მიიღო.

“გუშინ მამა სპირიდონს, რომელიც ჩემი ნათესავია, პირადად ვესაუბრე. როგორც აღმოჩნდა, იქ კორონავირუსით, მამა იოსებ მინდიაშვილს გარდა, მამა სპირიდონ ნარსიაც დაინფიცირდა. 

მამა იოსებ მინდიაშვილი უკვე სავადმყოფოში წევს და მისი მდგომარეობა არცთუ ისე კარგია. რაც შეეხება მეუფე საბას, როგორც გუშინ მითხრეს, მისი ტესტის საბოლოო პასუხი 48 საათში გახდება ცნობილი.

იქ კორონავირუსით დაინფიცრებულია ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ქართველებს ეხმარება. ეს ქალბატონი მონასტერშიც ყოფილა მისული. ამ ქალბატონთან მეუფე საბას ჰქონდა შეხება. როგორც ამბობენ, შესაძლოა, ეს ქალბატონი იყოს ეპარქიაში ვირუსის გავრცელების წყარო“,- განაცხადა ნარსიამ.

25 მარტს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა ინწკირველმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ეპარქიაში დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მეუფეს ინფორმაციით, აღნიშნულ სასულიერო პირს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე