60 000-მდე ინფიცირებული და 3 000-ზე  მეტი გარდაცვლილი - მსოფლიოს  ბოლო 24-საათიანი სტატისტიკა  და  ვირუსით  მგმინავი ევროპა
60 000-მდე ინფიცირებული და 3 000-ზე  მეტი გარდაცვლილი - მსოფლიოს  ბოლო 24-საათიანი სტატისტიკა  და  ვირუსით  მგმინავი ევროპა

A+ A-

13:57 30/03/2020

60  000-მდე  ინფიცირებული  და 3 000-ზე  მეტი გარდაცვლილი - ეს მსოფლიოს მხოლოდ ერთი დღის კორონავირუსული მონაცემები. მკვლელი ვირუსით,  მას შემდეგ,  რაც ის პირველად, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში გამოჩნდა, სულ 723 345 ადამიანი დააინფიცირდა, 34 ათასამდე გარდაიცვალა, 151 809 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის  შემდეგ,  კორონავირუსის ეპიცენტრი ამერიკა და ევროპა გახდა.

ინფიცირების მხრივ,  პირველ ადგილს  აშშ  იკავებს, მეორეს - იტალია,  მესამეს - ჩინეთი,  მეოთხეს - ესპანეთიმეხუთე გერმანია, მეექვსეს - ირანი, მეშვიდეს - საფრანგეთი.

გარდაცვალების მხრივ,  პირველი იტალია, მეორე -ესპანეთი, მესამე - ჩინეთი, მეოთხე - ამერიკა, მეხუთე ირანი, მეექვსე -საფრანგეთი, მეშვიდე - გერმანია.

ტრამპი  აშშ-ი  200  000 ადამიანის გარდაცვალებას  ვარაუდობს.

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში,  მკვლელი ვირუსით ინფიცირების 18 882 და გარდაცვალების 264  შემთხვევა დადასტურდა.

 

ამ დროისათვის, აშშ-ში  ინფიცირების  142  460 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 2 484, გამოჯანმრთელდა 5 ათასამდე და 135  417 ჯერ კიდევ  ებრძვის ვირუსს, მათგან 3 ათასამდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

აშშ-ში  იმდენად  მძიმე  ვირუსული სიტუაციაა, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება,  ეს  იმას  ნიშნავს,  ყველამ კარგად იმუშავაო.

იტალიისა და ესპანეთის კორონავირუსული „რეკორდები“ - ევროპა გმინავს

“COVID-19”-ით  ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკით,  კვლავ „რეკორდებს“  ამყარებენ იტალია და ესპანეთი.

ბოლო მონაცემებით,  იტალიაში დაინფიცირებულია 100 ათასამდე  ადამიანი, აქედან  ინფიცირების ახალი,  5 217 შემთხვევაა დადასტურებული.

 

ვირუსის დადასტურებიდან, ანუ 31 იანვრიდან დღემდე,  იტალიაში  10 779  ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 756 მხოლოდ გასულ დღე-ღამეში  გარდაიცვალა.  მსოფლიო ქვეყნების კორონავირუსული სტატისტიკის მიხედვით, იტალია გარდაცვილთა რაოდენობით,  პირველ ადგილზეა.  ეს ქვეყანა „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული.

მედიკოსები 24 საათებრძვიან უხილავ მტერს და მათი ძალისხმევით,  იტალიას უკვე ჰყავს 13 030 გამოჯანმრთელებული ადამიანი, თუმცა, მკვლელ ვირუსთან  ბრძოლაში  იქ  უკვე  40  მედიკოსზე მეტი გარდაიცვალა.

სტატისტიკის მიხედვით, ანტირეკორდული მაჩვენებლით,  იტალიას ესპანეთიც არ ჩამორჩება.

 

ესპანეთში დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულია 80,110 ადამიანი, აქედან 7 ათასამდე მხოლოდ გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა.  სულ გარდაცვლილია 6,803 ადამიანი,  მათგან 821 -  მხოლოდ  ბოლო 24 საათში.

ესპანეთში ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ გამოჯანმრთელებულია 15 ათასამდე ადამიანი,  თუმცა, 60 ათასამდე კვლავ ებრძვის ვირუსს.

„ანტირეკორდულ“  სიაში დაწინაურდა ასევე გერმანიაც.  კორონავირუსით  დაინფიცირების თვალსაზრისით, ამ ქვეყანამ  მეხუთე  ადგილზე გადმოინაცვლა, ხოლო გარდაცვალების მხრივ - მეშვიდეზეა.

აქ  ვირუსის დადასტურების  პირველი შემთხვევიდან,  ანუ  26  იანვრიდან დღემდე , 62,435  ინფიცირების  შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  - 4,740  გასულ  დღე-ღამეს დადასტურდა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში  გარდაცვალების დაბალი  მაჩვენებელია  და  იქ  მხოლოდ  540 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა,  მათგან - 104,  მხოლოდ გასულ დღე-ღამეში  გარდაიცვალა.

გერმანიამ  შეძლო 10 ათასამდე ადამიანის გამოჯანმრთელება, თუმცა 53 ათასამდე ადამიანი კვლავ ებრძვის ვირუსს, მათგან  - 1979 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ,  კორონავირუსის  პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში,  ჩინეთის 11-მილიონიანი  პროვინციის,  უხანის ცენტრში, ჰუბეიში დაფიქსირდა.

დაავადების  გავრცელების კერად, აღმოჩენისთანავე,  ადგილობრივი  ბაზარი დაასახელეს,  სადაც საქონლის ხორცთან ერთად, ეგზოტიკური  ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდნენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  ქალაქში გადაადგილება არ შეუზღუდავთ, რადგან ქალაქის ადმინისტრაცია არ ელოდა მასშტაბურ ეპიდემიას. მათ განაცხადეს, რომ ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით არ  ვრცელდებოდა.  თუმცა  21 იანვარს ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

მეცნიერების ვარაუდით, გავრცელების წყარო ღამურა გახდა, რომელიც მრავალი კორონოვირუსის მატარებელია, რის შედეგადაც ერთ-ერთმა დაავადებამ მუტაცია განიცდა და გადაეცა ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების  არაერთი  მიზეზი  სახელდება.

უცხოურ მედიაში ამ ეპიდემიას,  ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების ტრაგედიასაც ადარებენ. 

 

მარიამ მაჭარაშვილი