რას წერდა აკაკი წერეთელი "ინფლუენციაზე" მე-19 საუკუნეში?
რას წერდა აკაკი წერეთელი "ინფლუენციაზე" მე-19 საუკუნეში?

A+ A-

13:36 30/03/2020

 

დაავადება  „ინფლუენციის“  და მისი მკურნალობის ორიგინალური მეთოდის შესახებ პირველად ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით გადაღებულ ფილმიდან „ ჩემი მშვენიერი ლედი“  შევიტყვე. გაგახსენდათ ალბათ ელიზა დულიტლი - ოდრი ჰეპბერნი და მისი რჩევები ინფლუენციასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით გავიგე, რომ „ინფლუენცია“ ის „ისპანკაა“, 1918-1920 წლებში 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა, ჩვენთვის  ღორის გრიპით ნაცნობი H1N1. დამოუკიდებელი საქართველოსთვისაც არ აუვლია გვერდი  მსოფლიო პანდემიას.   სულ ახლახანს კი „2020NEWS“-ის მკითხველისათვის, თქვენთვის საინტერესო მასალების ძიებისას, გაცილებით ადრეულ, მე-19 საუკუნის პრესაში აღმოვაჩინე  „ინფლუენცია“.

ღარიბი კაცი ვერ სწავლობს,

პირუტყვად რჩება... მხეცია

მაგრამ, რა მისი ბრალია?

ხელს უშლის <უფულენცია>.

მდიდარიც აღარა სწავლობს,

წიგნები შეუკეცია;

ქეიფით დაქანცულია

და ამბობს „ინფლუენცია“-

იქაც ხომ ქართველ სტუდენტებს

გასძნელებიათ ლექცია!...

ნატრობენ საჭმელს და სასმელს

აწუხებთ „უფულენცია“.

აქ კი აქვთ ხელის საბანად

ჩვენს ფრანტებს თვით ესენცია!

ყელში ამასდით ბლამანჟე...

ჰგონიათ „ინფლუენცია“!

კნიაზა განზე ფულს ჰფანტავს,

ხარჯები მრავალ-კეცია!...

და შინ-კი ცოლ-შვილს ატყუებს:

„დუშაჩკა უფულენცია!“

კნეინაც უხდის მაგიერს,

სხვაგან აქვს რეზიდენცია;

და იქ რომ სახადს შეიყრის

შინ ამბობს: „ინფლუენცია“

ლიტერატორი ვეღარ სწერს,

საგანს ვერ ჰპოებს... ბეცია!

სჩანს რომ ორივე შეჰყრია

„ინფლუენც-უფულენცია“!

ეს ორი სენი ყველასთვის,

სწორედ  მუნი და ქეცია;

„უფულენცია“ახრჩობს ზოგს

 და ზოგსაც „ინფლუენცია“

მე კი გადავრჩი ამ ძველ სენს ,

დანიშნული მაქვს პენცია...

მაგრამ სანამდე მომცემენ

გამგუდავს „უფულენცია“!

ა კ ა კ ი  წერეთელი

გაზეთი “ივერია“

1889 წელი

მოამზადა ნინო გედენიძემ