სირიის ციხიდან, ამბოხების შედეგად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გაიქცნენ
სირიის ციხიდან, ამბოხების შედეგად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გაიქცნენ

A+ A-

12:00 30/03/2020

სირიის აღმოსავლეთ პროვინციის, ჰასაკეჰის ციხიდან, ამბოხების შედეგად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გაიქცნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც სირიის დემოკრატიული ძალების პრესსპიკერი მუსტაფა ბალი აცხადებს, საპატიმროებში ბუნტი ხშირია, თუმცა ამხელა მასშტაბებს პირველად მიაღწია.

„უსაფრთხოების ძალები უმაღლესი განგაშის პირობებში მუშაობენ. საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები პერიმეტრს აკონტროლებენ“,- აღნიშნა ბალიმ.

შეგახსენებთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ, 24 საპატიმრო ბანაკია, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 10 000 მეომარი იმყოფება.