მარნეულსა და ბოლნისში სამხედროებზე დაკვირვება და კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს - ირაკლი სესიაშვილი
მარნეულსა და ბოლნისში სამხედროებზე დაკვირვება და კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს - ირაკლი სესიაშვილი

A+ A-

17:36 26/03/2020

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “2020NEWS“-თან ცრუს უწოდებს იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მარნეულისა და ბოლნისის გამშვებ პუნქტებზე სამართალდამცველები და ჯარისკაცები კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილნი არ არიან.

თუმცა, ამ საკონტროლო პუნქტებზე გადაღებული ფოტოები სხვა ინფორმაციას იძლევიან. ზოგ სამხედროს  მთელი სახის დამცავი ნიღაბი უკეთია, ზოგს - არა.

 

 პარლამენტარი  აცხადებს, რომ გამშვებ პუნქტებზე დეზინფექცია მუდმივად ხორციელდება. მისივე თქით, ყველა ის ადამიანი, რომელიც  საკონტროლო პუნქტთან დგას, პირბადითა და ხელთათმანით არის აღჭურვლი და მასზე დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ “2020NEWS“-თან განაცახდა, რომ თუკი ხელისუფლება ვირუსისგან, საკუთარ ჯარისკაცებსა და სამართალდამცველებს სათანადოდ არ დაიცავს, საქართველო ისეთ ტრაგიკულ შედეგებს მიიღებს, როგორიც არავის წარმოუდგენია.

სესიაშვილი კი,  ექსპერტებს მოუწოდებს,  ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

“სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს აბსოლუტურად ყველანაირი აღჭურვილობა აქვთ. ვინც მოქალაქეებს სიცხეს უზომავს, ის თავიდან ბოლომდე შესაბამისი ეკიპირებითაა აღჭურვილი. სამედიცინო პუნქტში ყველა ადამიანი სრულად დაცულია. გარდა ამისა, გამშვებ პუნქტებზე დეზინფექცია მუდმივად ხორციელდება. ის ადამიანი, რომელიც გარეთ დგას, პირბადითა და ხელთათმანებით არის აღჭურვლი. მათზე დაკვირვება და კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს.

სპეციალისტებს ვურჩევ და ვთხოვ, ასეთ ვითარებაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ და მეტი ენერგია რეალური ინფორმაციის გავრცელებაზე დახარჯონ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

აქვთ თუ არა გავლლი ტრენინგი წითელ ზონაშიმყოფ სამართალდამცველებსა და სამხედროებს,  როგორ დაიცვან თავი კორონავირუსისგან?!  

ირაკლი სესიაშვილი:  “ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის საგუშაგოებზე დგას, მედიკოსების მხრიდან ტრენინგები გავლილი აქვს - როგორ უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რანდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიცვალონ პირბადეები და ხელთათმანები,  როგორ უნდა მოხდეს დეზინფიცირება და სად უნდა გადააგდონ გამოყენებული ნივთები.

როდესაც ისინი ყაზარმაში ბრუნდებიან, სხვებისგან იზოლირეულები უნდა იყვნენ. ისინი მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან“.