გათავისუფლებენ თუ არა საქართველოში პატიმრებს მსოფლიო პანდემიის გამო?!
გათავისუფლებენ თუ არა საქართველოში პატიმრებს მსოფლიო პანდემიის გამო?!

A+ A-

14:56 26/03/2020

მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში გავრცელებული პანდემიის გამო, გათავისუფლებენ თუ არა  ჩვენს ქვეყანაში პატიმართა ნაწილს?! ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დღეს გაერომ სახელმწიფოებს მოუწოდა, მსჯავრდებულთა ის ნაწილი, რომელიც კორონავირუსთან მიმართებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს. საუბარია, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დგას თუ არა ქვეყნის დღის წესრიგში საქართველოს ციხეებში მყოფი, ქრონიკული დაავადებების მქონე, ასაკოვანი ან მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პატიმრების გათავისუფლების საკითხი?

ამ კითხვით “2020NEWS“-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.

როგორც სააგენტოს დაწესებულებაში განუცხადეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა შესაძლო გათავისუფელბის საკითხი მათგან დამოუკიდებელი მექანიზმების ამოქმედებას გულისხობს.

მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა მოწყვლადი ჯგუფების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს საკითხი პენიტენციური სამსახურისთვის უცნობია.

“მოწყვლადი ჯგუფები, პრაქტიკულად, ყოველ თვე თავისუფლდებიან - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ან შინაპატიმრობით. სხვა კოპეტენცია პატიმრების გაშვებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს.
რაც შეეხება ვირუსთან დაკაშირებით გათავისუფლებას, ალბათ, ასეთ შემთხვევაში, სხვა მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“,- განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ირანმა პატიმრობიდან ასობით პატიმარი ციხიდან უკვე გაათავისუფლა.  აგრეთვე, თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანკარა  ციეებიდან 100 ათასი პატიმრის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე