ინდოეთის მთავრობა კორონავირუსით დაზარალებულთათვის 22.6 მილიარდი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოყოფს
ინდოეთის მთავრობა კორონავირუსით დაზარალებულთათვის 22.6 მილიარდი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოყოფს

A+ A-

14:44 26/03/2020

ინდოეთის მთავრობა კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულთათვის, 22.6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ჯერ მხოლოდ 36 საათია გასული, მაგრამ სახელმწიფო მზად არის კორონავირუსითა და საგანგებო მდგომარეობით, ყველაზე მეტად დაზარალებულებს ფინასნური დახმარება აღმოუჩინოს", - განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითარამანმა.

გამოყოფილი ფინანსური რესურსიდან თანხის ნაწილი დაიხარჯება, სამედიცინო დაზღვევაზე, იმ პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ უწევთ კორონავირუსთან გამკლავება, მაგალითად, მედიცინის მუშაკების. აღნიშნული დაზღვევით 2 მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს და თითოეულზე.

დაახლოებით, 66,4 აშშ დოლარი დაიხარჯება. მთავრობა ასევე პასუხისმგებლობას იღებს 800 მილიონი ადამიანის საკვებით მომარაგებაზეც. მოსახლეობას უსასყიდლოთ მიეწოდებათ 5 კგ ბრინჯი და ხორბალი მომავალი სამი თვის განმავლობაში.

ასევე ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებულია ფერმერებისთვის, მშენებლობებზე დასაქმებული მუშებისათვის და შშმ პირთათვის.

შეგახსენებთ, ინდოეთის მთავრობამ გუშინ ქვეყანაში 21-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა