საქართველოში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

A+ A-

14:42 26/03/2020

საქართველოში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა სწრაფი ტესტის მეშვეობით და ის ბოლნისიდან სწორედ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყავთ.

ტურძელაძის თქმით, ქალი მოთავსდება კლინიკაში, სამეანო განყოფილებაში და მის მკურნალობაში ჩაერთვებიან როგორც ინფექციონისტები, ისე მეან-გინეკოლოგები.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონვირუსის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული.

BM.GE