მცირეწლოვანმა ბავშვმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცხედრის გვერდით 16 საათი გაატარა
მცირეწლოვანმა ბავშვმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცხედრის გვერდით 16 საათი გაატარა

A+ A-

14:22 26/03/2020

მცირეწლოვანმა ბავშვმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცხედრის გვერდით 16 საათი გაატარა. ამის შესახებ ტელეკომპანია WGXA იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის გარდაცვლილი ქალი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს, ექსპერტიზის შემდეგ კი დადგინდა, რომ მას Covid 19 ჰქონდა.

ამასთან, სახლში ქალის 4-5 წლის შვილი იმყოფებოდა.

გარდაცვლილი ექიმი მამოლოგად მუშაობდა. მისი თანამშრომლები და პაციენტები მომხდარის შესახებ გააფრთხილეს.