ლეო მესიმ კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიონი ევრო გაიღო
ლეო მესიმ კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიონი ევრო გაიღო

A+ A-

14:00 26/03/2020

ესპანური კლუბის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო და 1 მილიონი ევრო გაიღო. ესპანური პრესის ცნობით, თანხა ბარსელონასა და არგენტინაში მოქმედ საავადმყოფებსა და სამედიცინო პუნქტებს გაუნაწილდება.

კლინიკამ 25 მარტს twitter-ის მეშვეობით ლეო მესის მადლობა გადაუხადა და ინფორმაცია დაადასტურა. „დიდი მადლობა ლეო ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ტვიტში.