SOS: მარნეული-ბოლნისის "ფრონტის" წინა ხაზზე სახელმწიფომ ჯარი და პოლიცია მთავარი მტრის პირისპირ, სპეცეკიპირების გარეშე დატოვა!
SOS: მარნეული-ბოლნისის "ფრონტის" წინა ხაზზე  სახელმწიფომ ჯარი და პოლიცია მთავარი მტრის პირისპირ, სპეცეკიპირების გარეშე დატოვა!

A+ A-

14:13 26/03/2020

„წითელ  ზონად“ გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში  -  მარნეულსა და ბოლნისში „ფრონტის წინა ხაზზე“  მყოფი სამართალდამცველები  და  ჯარისკაცები მთავარი მტრისგან  - კორონავირუსისგან  დაუცველები არიან!  მარტო სამედიცინო პირბადე და ხელთათმანები  ქართველ  სამხედროებს, პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ევრ დაიცავენ!  

კატასტროფამდე  ერთი ნაბიჯია!  მათ არ აქვთ გავლილი სპეციალური გადამზადება, როგორ მოიქცნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და არ აქვთ შესაბამისი ეკიპირება,  რომ დაავადებული პირებისგან  არ  დაინფიცირდნენ.   

 “ვირუსთან საბრძოლველად სპეციალური ჯარის სახეობა უნდა შეიქმნას“, - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “2020NEWS“-თან საუბრისას, განგაშის ზარების შემოკვრას ითხოვს.

  მარტო სამედიცინო პირბადე ჯარსა და პოლიციას ვერ დაიცავს!

ქართველი ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მეოთხე დღეა ისე იბრძვიან,  რომ მათი ეკიპირების მინიმალური სტანდარტებიც არ არის დაცული.

შედეგად, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, კორონავირუსის სიმპტომებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი სამხედრო უკვე შეიყვანეს. დაუდასტურდათ თუ არა მათ “COVID-19”, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მარნეული-ბოლნისის საკონტროლო პუნქტებზეც ზოგ სამართალდამცველს მხოლოდ პირბადე უკეთია, იშვიათ გამონაკლისებს კი თვალებისდამცავი სპეციალური ნიღაბიც აქვთ.

სამართალდამცველები სპეცტანსაცმელებში მხოლოდ ინფიცირებულებისთვის გაშლილ კარვებთან მუშაობენ.

არადა, დიდი საფრთხის წინაშე არიან ის სამართალდამცველები, რომლებიც არამარტო ამ საკონტროლო პუნტქებზე  მხოლოდ სამედიცინო პირბადით იმყოფებიან, არამედ ისინიც,  საქართველოს მასსტაბით რომ აქვთ შეხება ადამინებთან, მაგლითად თვითიზოლაციის წესების დამრღვევებთან  და არ იციან, ეს ადამიანები ინფიცირებულები არიან თუ არა.

 

საბედნიეროდ, ქართველ ექიმებზე სახელმწიფო ზრუნავს და ინფიცირებულებთან ურთიერთობისას მათი ეკიპირება სრულია, მაგრამ სამართალდამცველები ბედის ანაბარად არიან.  საინტერესოა, თუ სამედიცინო პერსონალს სამ დღეში ერთხელ უტარდება ტესტი კორონავირუსზე, როგორც ოფიციოზი აცხადებს, იგივე ხდება თუ არა ძალოვნებთან მიმართებაში?

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა გიორგი კამკამიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მარტო სამედიცინო პირბადე ქართველ სამართალდამცველებს ვერ დაიცავს.
„ვუყურე მარნეული-ბოლნისის კადრებს, გაოგნებული დავრჩი. 10-დან 7 ადამიანი იქ დაინფიცირდება. როგორ შეიძლება, მარტო პირბადე ეკეთოთ?“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ექიმმა.

როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია  სააგენტოსთან აცხადებს,  თუკი  ხელისუფლება  საკუთარ ჯარისკაცებსა  და  საართალდამცველებს  ვირუსისგან სათანადოდ  არ დაიცავს,  საქართველო  ისეთ  ტრაგიკულ  შედეგს  მიიღებს, როგორიც არავის წარმოუდგენია.

რეკომენდაციები  “ბაქტეოროლოგიური აგენტების“  წინააღმდეგ!  

ექსპერტი ხელისუფელებას  რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს:

რეკომენდაცია N1ბაქტეოროლოგიური აგენტების“   წინააღმდეგ ბრძოლისთვის,   სპეციალური დანიშნულების ჯარის სახეობა უნდა შეიქმნას.

“ვაყენებ კონკრეტულ წინადადებას, რომლის განხორციელება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დაიწყოს.

თავდაცვის ძალებში უნდა შეიქმნას სპეციალური დანიშნულების სახეობა, რომელსაც პირობითად, შესაძლოა, დავარქვათ “მასობრივი განადგურების შეიარაღების პერსონალური დანიშნულების ჯარების“ სახეობა, რომელთა ძალისხმევა ბაქტეოლოგიური აგენტების ბრძოლის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

თუ ახლავე არ დავიწყეთ ამ დანაყოფის შექმნა, ჩვენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ, გაცილებით სერიოზულ შედეგს მივიღებთ.

ამ მხრივ, უნდა განვავითაროთ სტრატეგიული ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ასეთი ტიპის საჯარისო დანაყოფები გააჩნიათ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - განაცხადა მაისაიამ.

რეკომენდაცია N2 - თავდაცვის ძალების შემადგენლობაში უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი.

“ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი! კორონავირუსის პანდემიის ფონზე , შესაძლოა, საზოგადოებაში დაიწყოს ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა, ამიტომ ასეთი ტიპის სტრუქტურის შექმნა, თუნდაც თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. ოპტიმალური იქნება“, - განაცხადა მაისაიამ.

იმ ფონზე, როცა ქართველი ჯარისკაცები და სამართალდამცველები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს სპეციალური ეკიპირების გარეშე აკონტროლებენ, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება.

26 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 77 შემთხვევა იყო ოფიციალურად დადასტურებული.

ვიდრე სტატიის დაწერა დავასრულეთ, კორონავირუსი მარნეულში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა და დილანდელი მონაცემები ასე სწრაფად შეიცვალა: 77 + 1 = 78-ს!

რუსა მუმლაძე

ეკატერინე ზარნაძე