"ჩვენ უნდა დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს, რომელთაც სულ მცირე, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ"
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს, რომელთაც სულ მცირე, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ"

A+ A-

11:57 26/03/2020

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის განცხადებით, კორონავირუსი იმ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა ამიტომაც, მათ დახმარება სჭირდებათ.

„კორონავირუსი საფრთხეს მთელი კაცობრიობისთვის წარმოადგენს და ცალკეული ქვეყნების აქტივობები საკმარისი არ არის.

ვირუსი ახლა იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ, მათ შორის იქ, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია. მათ ჩვენი დახმარება სჭირდება.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მილიონობით ადამიანს, რომელთაც სულ მცირე, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. ეს ადამიანური თანაგრძნობის საკითხია“,- განაცხადა გუტიერესმა