კორონავირუსით დაავადებული ბოლო ორი პაციენტიდან ერთი საფრანგეთში დაინფიცირდა, მეორე - აშშ-ში
კორონავირუსით დაავადებული ბოლო ორი პაციენტიდან ერთი საფრანგეთში დაინფიცირდა, მეორე - აშშ-ში

A+ A-

11:54 26/03/2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი, ამერიკას უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. მეორე პაციენტი ამერიკული კლასტერია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 77 დადასტურებული შემთვევა ფიქსირდება, აქედან კი, 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთანავე, კარანტინის რეჟიმშია 4 055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252.