“COVID-19” -ით ინფიცირებული პრინც ჩარლზის სამშობლოში ვირუსით გარდაცვალების 92 შემთხვევა დადასტურდა
“COVID-19” -ით ინფიცირებული პრინც ჩარლზის სამშობლოში ვირუსით გარდაცვალების 92 შემთხვევა დადასტურდა

A+ A-

18:00 25/03/2020

დიდ ბრიტანეთში, მხოლოდ დღეს და გუშინ, კორონავირუსით ინფიცირების 1 577 და გარდაცვალების 92 ახალი ფაქტი დადასტურდა.

ინფიცირებული პრინც ჩარლზის სამშობლოში კორონავირუსის შემთხვევა, პირველად, 31 იანვარს გამოვლინდა და მას შემდეგ ბრიტანეთში სულ 8 227 ინფიცირებული და 427 გარდაცვლილია.

დიდი ბრიტანეთის მედიკოსებმა ჯერ მხოლოდ 135 ადამიანის გამოჯანმრთელება შეძლეს. ვირუსს კვლავ ებრძვის 7 665 ადამიანი, აქედან - 20, კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.

ცნობისთვის, დღეს დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს კორონავირუსი, დაუდასტურდა. მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ამასთანავე, თავს კარგად გრძნობს და სახლიდან მუშაობს.

შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა , მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით, 195 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირების 43 538 შემთხვევაა დადასტურებული, 19 43 გარდაიცვალა, 111 889 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მარიამ მაჭარაშვილი