ინფექციური საავადმყოფოდან მე-10 პაციენტი გაეწერა
ინფექციური საავადმყოფოდან მე-10 პაციენტი გაეწერა

A+ A-

16:38 25/03/2020

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა.  საუბარია 44 წლის კაცზე, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო. მათი თქმით, მან კლინიკა გუშინ დატოვა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

"imedinews"