658 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი - რუსეთის საეჭვო კორონავირუსული სტატისტიკა
658 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი - რუსეთის საეჭვო კორონავირუსული სტატისტიკა

A+ A-

15:11 25/03/2020

ჩრდილოელ მეზობელ რუსეთში 658 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული, აქედან 163 გასულ დღე-ღამეში დაინფიცირდა. იქ გარდაცვლილია 1 და გამოჯანმრთელებულია 29 ადამიანი.

ინფიცირებული ქვეყნების ჩამონათვალში მეგასახელმწიფო ძალიან საეჭვოდ, მხოლოდ - 45-ე ადგილზეა. არადა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ჩინეთის მეზობელი ქვეყანაა, სადაც სულ ცივა და სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად კორონავირუსის გავრცელებას რუსეთში ელოდებოდნენ.

ამ ქვეყანაში ვირუსი პირველად, 31 იანვარს, სწორედ ჩინეთის ორ მოქალაქეს დაუდგინდა. თუმცა როგორც მსოფლიო მედია წერს, დიდი ალბათობით, რუსეთი ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას მალავს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქ “COVID-19”-ით ინფიცირების შემთხვევებს ჩვეულებრივ „პნევმონიად“ აცხადებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით, 195 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირების 423 142 შემთხვევაა დადასტურებული, 18 906 გარდაიცვალა, 109 145 კი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მარიამ მაჭარაშვილი