საგანგებო ვითარება შეიძლება, გამოცხადდეს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით ამ ეტაპზე - სოზარ სუბარი
საგანგებო ვითარება შეიძლება, გამოცხადდეს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით ამ ეტაპზე - სოზარ სუბარი

A+ A-

14:04 25/03/2020

„ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ შეიქმნება.

“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება.

საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, - განაცხადა სუბარმა.