პაატა იმნაძე "COVID 19"-ის სამკურნალო მედიკამენტებს აღარ ასახელებს, მოსახლეობამ აფთიაქებში მასიურად რომ არ შეიძინოს
პაატა იმნაძე "COVID 19"-ის სამკურნალო მედიკამენტებს აღარ ასახელებს, მოსახლეობამ აფთიაქებში მასიურად რომ არ შეიძინოს

A+ A-

13:46 25/03/2020

აფთიაქებიდან საქართველოში „COVID 19“ ინფიცირებული პაციენტებიდან ყველაზე პატარა 2 წლის ბავშვია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 82 წლის ადამიანი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძე სამკურნალო მედიკამენტების დასახელებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან, როგორც მან განაცხადა, კონკრეტული პრეპარატის დასახელების შემდეგ, მოქალაქეებმა მისი შეძენა დაიწყეს, რაც არასწორია.

“პრეპარატის დასახელება მედიაში იწვევს იმას, რაც გამოიწვია ანტიმალარიული პრეპარატის დასახელებამ. ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან ის მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა ადამიანის იმუნურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ამიტომ, მოდით, ეს საქმე მივანდოთ იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც ბატონი ცერცვაძე ხელმძღვანელობს. ისინი ადგენენ მკურნალობის პროტოკოლებს, მივანდოთ ეს საქმე მცოდნე ხალხს და იმათმა გადაწყვიტონ მედიკამენტები”,- აცხადებს იმნაძე.