"ხალხი ცდილობს, პანიკას არ აჰყვეს" - რეპორტაჟი დაცარიელებული მარნეულიდან (ვიდეო)
"ხალხი ცდილობს, პანიკას არ აჰყვეს" - რეპორტაჟი დაცარიელებული მარნეულიდან (ვიდეო)

A+ A-

12:11 25/03/2020

კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში მესამე დღეა კარანტნის რეჟიმი მოქმედებს. იქ ქუჩები დაცარიელებულია. მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს. სავაჭრო და სხვა ობიექტები გაურკვეველი დროით დაკეტილია.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა. „ხალხმა არ იცის, რა ქნას. მოსახლეობა ცდილობს, პანიკას არ აჰყვეს“, - ამის შესახებ “2020NEWS“ -თან რადიო “ მარნეულის“ ჟურნალისტმა ვლადიმერ ჩხიტუნიძემ განაცხადა.

იქიდან გამომდინარე, რომ მარნეულსა და ბოლნისში მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს, ჟურნალისტი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო საშუალებები ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

კარანტინის მესამე დღე - რა ვითარებაა ამჟამად მარნეულში?

ჟურნალისტის განცხადებით, ამ დროისთვის მარნეულში მშვიდი ვითარებაა. მოსახლეობა ცდილობს, რომ პანიკას არ აჰყვეს. მისივე თქმით, მიუხედავად კარანტინის გამოცხადებისა, სხვადასხვა საჭიროებისთვის, ხალხი ქუჩაში იშვიათად, მაგრამ მაინც გადის.

“ამ დროისათვის მარნეულში მშვიდი ვითარებაა. მოსახლეობა სხვადასხვა საჭიროებისთვის ქუჩებში მაინც გამოდის. ხალხი ცდილობს, რომ პანიკას არ აჰყვეს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბიზნესობიექტებში, ბაზარსა და ა.შ. სამუშაო დროებით ან მუდმივად დაკარგა, ამიტომ ხალხმა არ იცის, ახლა რა ქნას. აქ ყველაფერი დაკეტილია“,- განაცხადა ჩხიტუნიძემ.

რამდენად ეფექტურად მუშაობს ხელისუფლება და მედპერსონალი მარნეულში?

ვლადიერ ჩხიტუნიძე: “გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 100 მოწყვლად ოჯახს სურსათი დაურიგა. ასევე, მარნეულის ქუჩებში ჩამოიარეს მანქანებმა, სპეციალური სინგალის თანხლებით. ისინი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

გუშინ მარნეულში უბნის ექიმებმაც ჩამოიარეს. მათ სოფლებში მოსახლეობა შეამოწმეს, ვირუსის სიმპტომები ხომ არ აღენიშნებოდათ“.

ჟურნალისტი ხელისუფლებას მოწოდებს, სამეურნეო საქმიანობისთვის განუთვნილი ნივთები მოსახლეობისთვის ხელიმისაწვდომი გახადოს, რადგან ადგილობრივების უმრავლესობა სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული.

“მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამუშავდება მაღაზიები, სადაც შესაწამლი თუ სხვადასხვა სახის საჭირო ნივთები იყიდება“, - განაცხადა ჩხიტუნიძემ.

ინფორმაციისთვის, 23 მარტს მარნეული და ბოლნისი საკრანტინო ზონებად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მარნეულში მცხოვრები პაციენტის კორონავირუსით დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მარნეულში ვირუსის შიდა გავრცელება დაფიქსირდა გარდაცვლილი ადამიანისთვის გამართულ რიტუალზე - „წლისთავზე“, სადაც ინფიცირებული პირი იმყოფებოდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე