23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

00:10 23/03/2020

ვერძი

ვერძისთვის დისციპლინის მოთხოვნა უშედეგო ამბავია. სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარს დაძაბულობაში გაატარებთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და ამ ეტაპზე დინების მიმართულებით იცუროთ. კარგი იქნება, თუ გლობალურ ცვლილებებს ახლობელ ადამიანებტან მოლაპარაკებით გადაწყვეტთ.

 

კურო

 

პლანეტების განლაგება ვნებათა სიმძაფრეს და აგრესიის მატებას გამოიწვევს. ჩხუბი უცბად იფეთქებს და მალევე ჩაცხრება. ამ დღეს მარტოხელა კუროების ცხოვრება მოულოდნელობებით სავსე იქნება. გირჩევთ, ავანტიურებს მოერიდოთ და მხოლოდ სასიამოვნო ნაცნობობა გააბათ.

 

ტყუპები

 

ცოტა გაღიზიანებული იქნებთ - როგორც სხვების, ისე საკუთარი საქციელის გამო. ამჟამად, მეტი სიახლე და ცვლილება გჭირდებთ. აიყვანეთ თავი ხელში და შეასრულეთ ის, რაც ტქვენი ვალდებულებაა.

 

კირჩხიბი

 

პირად ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებში ბედის საჩუქრებს არ უნდა ელოდოთ. მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან და ურთიერთობების გართულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, თუკი გაღიზიანებული იქნებით, ნათესავების თვალს მოერიდოთ.

 

ლომი

 

ამ დღეს ლომის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ფეხით ადგება დილას. მართალია, ამ ეტაპზე დიდ ენერგოას არ აფრქვევთ, თუმცა შინაგანი ძალის უზარმაზარი მარაგი გაქვთ. თუ აპირებთ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას, გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის შესაფერისი დრო მალე დადგება.

 

ქალწული

 

ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობისთვის ისე დაჯილდოვდებით, რომ კოლეგებთან და პარტნიორებთან ყველანაირი უთანხმოება დავიწყებას მიეცემა. ეცადეთ, ამ დღის ხელსაყრელი ტენდენცია გამოიყენოთ, თორემ უამრავი სირთულე გელით.

 

სასწორი

 

ეს დღე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი საქმეების დაწყებისთვის არ გამოდგება. ბუნდოვანი პერსპექტივის გამო გეგმები შეიძლება ბევრჯერ შეცვალოთ, ამასობაში კი მნიშვნელოვანი დეტალები ყურადღების მიღმა დაგრჩებათ. ამ დღეს ოჯახური და ფინანსური პრობლემების მოგვარება სასურველი არაა.

 

მორიელი

 

კარგი დღეა იმისთვის, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იზრუნოთ, თუმცა ამას მაინცდამაინც ფულით ნუ გააკეთებთ. მათთვის, ვისაც პარტნიორი გყავთ, სერთო ინტერესების პოვნის დროა, მარტოხელებმა კი ახალი ურთიერთობები უნდა ეძიონ.

 

მშვილდოსანი

 

სახლში ვეღარ ჩერდებით. მეტი სივრცე, მეტი ჰაერი და ახალი ურთიერთობა გჭირდებათ. დროა, შეახსენოთ ადამიანებს, რომ არსებობთ და ასეთი კარგი ხართ. მთავარია, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ.

 

თხის რქა

 

სულიერად ახლობელი ადამიანი გჭირდებათ, ისეთი, რომლისთვისაც შეიძლება თავი გაწიროთ, თუმცა ბუნებით მარტოობის მოყვარული ბრძანდებით და მეგობარი მხოლოდ რთულ მომენტებში გახსენდებათ. გირჩევთ, თქვენი სიფიცხე შეარბილოთ, თორემ ტვსატეხი გაგიჩნდებათ.

 

მერწყული

 

ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით მიზეზს, რატომ გაწუხებთ პერიოდულად შეშუპება და ალერგია. დაიწყეთ იმუნიტეტის გამაგრება და ფიზიკური ვარჯიშები - აერობიკა, შეიპინგი და ბოდიბილდინგი. ეს ამჟამად ყველაზე მეტად გჭირდებთ.

 

თევზები

 

საკუთარ მოვალეობებს არასერიოზულად ეკიდებით, სამაგიეროდ, საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გადაჭარბებულად აფასებთ. ეცადეთ, დაიცვათ შეთანხმებები მეუღლესთან და კომპანიონებთან.