მოვუწოდებ მთავრობას, გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი შეკრებების აკრძალვის რეგულაცია - გიორგი მარგველაშვილი
მოვუწოდებ მთავრობას, გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი შეკრებების აკრძალვის რეგულაცია - გიორგი მარგველაშვილი

A+ A-

14:19 22/03/2020

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობას დაემორჩილონ.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელსი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც მარგველაშვილი წერს, მთავრობამ უფრო კონკრეტულად უნდა აუხსნას საზოგადოებას შეკრების აკრძალვის რეგულაცია და შეზღუდვების დაცვაში დაეხმარონ საზოგადოებას.

"მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას; - მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი - შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი - რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!! - მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!",-წერს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მიხედვიდაც 10-ზე მეტ ადამიანს ერთიანობა იკრძალება. თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს საქართველოს მრავალ ეკლესიაში წირვა მაინც ჩატარდა.

ცნობისთვის, დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, აქედან 3 კი უკვე გამოჯანმრთელდა.