საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მოესწრება - გია ვოლსკი
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მოესწრება - გია ვოლსკი

A+ A-

14:20 20/03/2020

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ისეთი კრიზისული მდგომარეობა არ შეიქმნება, რომ პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლოს.

„პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერატი მუდმივ კონტაქტზეა ოპონენტებთან და პოზიციების სრული თანხვედრა იქნება. ვფიქრობ, რაღაც განსხვავებებიც დაძლეული იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების მოსწრება შეიძლება და ველოდებით, რომ საქართველოში კრიზისის ის დონე არ იქნება, ამ ცვლილებების განხორციელება რომ ვერ შევძლოთ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები თუ არ ჩამოყალიბდა, ამ მხრივ იქნება სრული თანხვედრა. საქართველოს პოლიტიკური ნაწილი მობილიზებულია, რომ ეს ცვლილებები განახორციელოს. რასაკვირველია, მოსალოდნელია ცალკეული დესტრუქციული განცხადებები, ქმედებები. ამას, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთლიანობაში, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე უპასუხისმგებლობას გამოიჩენს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.