რუმინეთიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნებული სამხედროები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს
რუმინეთიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნებული სამხედროები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

A+ A-

12:12 20/03/2020

საქართველოში დაბრუნებული ქართველი სამხედროები, რომლებიც რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. წვრთნები აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამხედროები საწვრთნელი კურსის დასრულებამდე, სამშობლოში სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კორონავიურუსის გამო, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებების შედეგად, სპეცრეისი რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით განხორციელდა.

„ეს არის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ნათელი გამოხატულებაა და პარტნიორობის წარმატებული მაგალითია. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან“, - აღნიშნულია თვააცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.