საგანგებო მდგომარეობის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე
საგანგებო მდგომარეობის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე

A+ A-

14:10 19/03/2020

საგანგებო მდგომარეობის საკითხზე მსჯელობა ვერსიების დონეზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეკრების შემდეგ განაცხადა.

მსჯელობს თუ არა ამ საკითხზე საკანონმდებლო ხელისუფლება, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს.

„განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველი პრიოროტეტია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება, შესაძლებელია, ეს ასეც მოხდეს და დაზღვეული არავინ არის, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.