კორონავირუსის გამო ევროვიზია-2020 გაუქმდა
კორონავირუსის გამო ევროვიზია-2020 გაუქმდა

A+ A-

20:34 18/03/2020

ევროვიზიის კონკურსი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო გაუქმდა. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ალტერნატივა განვიხილეთ, რაც კონკურსის ჩატარების საშუალებას მოგვცემდა. თუმცა, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების გამო ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების გაუქმების შესახებ. მომღერლების, გულშემატკივრების, ვიზიტორების, კონკურსის ორგანიზებაში ჩართული ხალხის ჯანმრთელობა ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.