პატრიარქმა და ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეს ჩემი ძმის საპყრობილეში დარჩენა დაავალა - თორნიკე მამალაძე
პატრიარქმა და ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეს ჩემი ძმის საპყრობილეში დარჩენა დაავალა - თორნიკე მამალაძე

A+ A-

16:35 17/03/2020

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ სასამართლომ მის ძმას სასჯელი იმიტომ არ გადაუვადა, რომ დეკანოზის პატიმრობაში დატოვების შესახებ დირექტივა მოსამართლემ კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლალი სხილაძის გადაწვეტილებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების მიუხედავად, სასჯელის მოხდა არ გადაუვადა.

როგორც დეკანოზის ძმამ სააგენტოსთან განაცხადა, ეს გადაწვეტილება უკანონოა.

“ეს გადაწყვეტილება არის მიღებული თავად პატრიარქისა და მთავრობის მიერ. მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა სიმულაცია არაა. მოსამართლე ადასტურებს, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დააკმაყოფილებელი, მაგრამ პატიმრობიდან არ ათავისუფლებს.

მოსამართლეს დაავალა საპატრიარქომ, პატრიარქმა და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში დარჩეს. მათ ჩემი ძმის თავისუფლების ეშინიათ. ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად განადგურდეს, რათა შემდეგ, როდესაც ეს უკანონო მსჯავრი ამოიწურება, ჩემს ძმას უკვე ფიზიკურად დ სულიერად არ შეეძლოს იმ სიმართლის დამტკიცება, რა სიმართლეც ამ საქის უკან იმალებოდა“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე ლალი მსხილაძე სასამართლო პროცესამდე პატრიარქს შეხვდა და მისგან დეკანოზთან დაკავშირებით დირეექტივა მიიღო.

“არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მომაწოდეს. ამას ისიც კი ადასტურებს, რომ ეს ქალბატონი 2014 წელს საპატრიარქოს უნივერსიტეტში მუშაობდა და ასწავლიდა სამართალს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიაინი მეუფე იაკობთან არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში, რადგანაც მას მეუფე იაკობის გარეშე, ამ უნივერსიტეტში დასაქმება არ შეეძლო“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე