კორონავირუსის გამო, საქართველო - რუსეთის რაგბის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის
კორონავირუსის გამო, საქართველო - რუსეთის რაგბის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის

A+ A-

12:23 12/03/2020

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რაგბის კავშირი ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.