ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

A+ A-

10:52 06/03/2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილფამ ალიევს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ, ნდობაზე დაფუძნებულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.