ავსტრალიაში კორონავირუსისგან დასაცავად ხალხმა პრეზერვატივები მოიმარაგა
ავსტრალიაში კორონავირუსისგან დასაცავად ხალხმა პრეზერვატივები მოიმარაგა

A+ A-

15:28 04/03/2020

ავსტრალიაში ხალხმა პრეზერვატივები მოიმარაგა მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზერვატივი თითებზე ჩამოცმის შემთხვევაში ხალხს კორონავირუსისგან დაიცავს. 

ფოტოზე ჩანს Durex-ის პრეზერვატივებისგან დაცარიელებული დახლები. საზოგადოების ნაწილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სრული სერიოზულობით მიუდგა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია.

გარდა ამისა, ავსტრალიის ბევრი სასურსათო მაღაზიის დახლები საკვები და ჰიგიენური პროდუქტებისგანაც დაცარიელდა. კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, ხალხი პროდუქტებს ინტენსიურად იმარაგებს.

Many Australian shoppers are stocking up on toilet rolls sparked by panic over coronavirus

წყარო: marshalpress