უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს (ვიდეო)
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს (ვიდეო)

A+ A-

14:25 03/03/2020

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. კიევის პოლიციამ სპეცოპერაციის ვიდეომასალა გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ ე.წ. კანონიერ ქურდებს.

ერთ-ერთი დაკავებული "კობა რუსთავსკი" 2016 წლიდან ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.

მას ესპანეთში მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი სამართალდამცავებმა ჩერნოვეცკის რეგიონში, რუმინეთის საზღვარზე დააკავეს.