სამინისტრო “აწარმოე საქართველოში” დირექტორობის კანდიდატისგან უცხოურ MBA-ის ითხოვს
სამინისტრო “აწარმოე საქართველოში” დირექტორობის კანდიდატისგან უცხოურ MBA-ის ითხოვს

A+ A-

14:05 16/10/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “აწარმოე საქართველოში” დირექტორის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა.

როგორც Jobs.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანდიდატს მოეთხოვება: უცხოეთში მიღებული ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ან უცხოეთში მიღებული მაგისტრის ხარისხი მომიჯნავე სპეციალობებში; არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სექტორში და მენეჯერად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნა;

მისივე ინფორმაციით, უპირატესობა მეტი უცხო ენის ცოდნას მიენიჭება.

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს, ის 3500 ლარიდან 7000 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს სიპის – „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში სააგენტო ყოფილი უფროსი მარიანა მორგოშია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.