ივანიშვილმა საპატიმრო დატოვა
ივანიშვილმა საპატიმრო დატოვა

A+ A-

12:04 27/02/2020

რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციალური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ჯონი ივანიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმრო დატოვა.  ივანიშვილი სასჯელს პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიდა.

ცნობისათვის, ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა, ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. „კორიდორები", სადაც მსჯავრდებულს ატარებდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვლადიმერ კაპანაძეს 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.