აშშ-ში კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უხელმძღვანელებს
აშშ-ში კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უხელმძღვანელებს

A+ A-

10:39 27/02/2020

"ძალიან ბევრი სახის ნიღაბი შევუკვეთეთ, შესაძლოა, არ დაგვჭირდეს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო, გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უხელმძღვანელებს ჯგუფს, რომელიც კორონავირუსის საკითხებზე იმუშავებს.

„მე ვაპირებ დავნიშნო მაიკ პენსი. მაიკი იმუშავებს პროფესიონალებთან, ექიმებთან და ყველასთან, ვინც ამ თემაზე მუშაობს“,-განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ანგარიშვალდებული პირადად მასთან იქნება.

„ჩვენთვის არ არსებობს იმაზე მეტი პრიორიტეტი, ვიდრე უსაფრთხოება, უშიშროება და ჯანმრთელობა ამერიკელი ხალხის“,-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.