აშშ-ში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა - შტატებში პანდემიისთვის ემზადებიან
აშშ-ში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა - შტატებში პანდემიისთვის ემზადებიან

A+ A-

10:22 27/02/2020

“ჩვენ, ჯერჯერობით, გვაქვს შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ მეტ შემთხვევებს ველით“, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებთა კონტროლის სამსახურის და პრევენციის დირექტორის მოადგილემ, ენ შჩუჩატიმ კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ საგანგებიო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი აგრესიული შეკავების სტრატეგია აშშ-ში მუშაობს და სწორედ ამიტომაა, რომ გვაქვს შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით. თუმცა ჩვენ მეტ შემთხვევებს ველით და ახლა კარგი დროა, რომ ამისთვის მოვემზადოთ.

ეს კარგი დროა ბიზნესისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის, უნივერსიტეტებისთვის და სკოლებისთვის, რომ გადახედონ პანდემიისთვის მზადების გეგმებს და დარწმუნდნენ, რომ ისინი მზად არიან“,-განაცხადა შჩუჩატმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.