ახალგაზრდა ქალს, 3 შვილის დედას, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის, ჩვენი დახმარება სჭირდება
ახალგაზრდა ქალს, 3 შვილის დედას, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის, ჩვენი დახმარება სჭირდება

A+ A-

16:33 25/02/2020

ახალგაზრდა ქალი, 3 შვილის დედა უმძიმეს დაავადებას ებრძვის, მას ჩვენი დახმარება სჭირდება.

„ეს ანა მალაღურაძეა, 3 შვილის დედა. სასოწარკვეთილი ადამიანი, მისი ოჯახის წევრი ტირილით დაგვიკავშირდა თურქეთიდან, გვევედრება გვერდით დავუდგეთ. ანას დიაგნოზი მძიმეა - ფილტვის კიბო, მეოთხე სტადია. მრავლობითი მეტასტაზი თირკმელში, საკვერცხეზე, მენჯის ღრუში და თავში. გამოსავალი სწრაფ და სწორ მკურნალობაზეა დამოკიდებული. გუშინ ანას ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია თავზე, რომლის ღირებულების მხოლოდ ნახევარი გადაიხადეს ოჯახმა და ანას მეგობრებმა.

თანხის სრულად გადახდის ბოლო ვადა აქვთ პარასკევს. 6000 ევროდან მხოლოდ 3500 ის გადახდა შეძლეს და ახლა ჩვენი იმედი აქვთ. გთხოოვთ, ძალიან გთხოვთ დავდგეთ ერთად და ვაჩუქოთ სიცოცხლის იმედი ანას. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვიმტკიცებია, რომ ერთად დგომას დიდი ძალა აქვს. ძალიან მცირედიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რაც მთავარია - დრო არ ითმენს. გავერთიანდეთ, სიკეთეს დიდი ძალა აქვს“, - განუცხადა „2020NEWS“-ს “ევროპა დონა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ანა მაზანიშვილმა.

ანას საბანკო ანგარიშებია: საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:GE55BG0000000894780200; თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი: GE96TB7102145061600002 მიმღები: ევროპა დონა საქართველო. კიბოსთან ბრძოლის კოალიცია. (ანა მაზანიშვილი) დარეკეთ ნომერზე 0901700002 ზარის ღირებულებაა 1ლარი. დანიშნულებაში მიუთითეთ "ანასთვის".