კორონავირუსი საქართველოშია და მალავენ?! - "უსაფუძვლო პანიკაა" - ჯანდაცვის სამინისტრო
კორონავირუსი საქართველოშია და მალავენ?!  - "უსაფუძვლო პანიკაა" - ჯანდაცვის სამინისტრო

A+ A-

15:32 25/02/2020

“2020NEWS”-ს საჩხერის რაიონის მაცხოვრებელი დაგვიკავშირდა და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი 34 ქართველიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. საჩხერის სამედიცინო კლინიკის დირექტორი ამ ინფორმაციას „უსაფუძვლო პანიკას“ უწოდებს.

მოქალაქემ, რომელმაც კორონავირუსის ფაქტის დადასტურების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, ანონიმურობის დაცვა გვთხოვა და “2020NEWS“ მიცემულ პირობას ასრულებს. „სანიტრები, რომლებიც იქ მუშაობენ, სამსახურიდან წამოსვლასაც კი გეგმავენ, ისედაც დაბალ ხელფასზე გვამუშავებენ და თან გვკლავენო“, - აცხადებს მოქალაქე.

-  ვის დაუდგინდა კორონავირუსი?

- შაბათს, ღამის 2 საათზე წაიყვანეს სანიტრები ბიძინას სასტუმროს დასალაგებლად. უთხრეს, ჩინეთიდან  34 ადამინი ჩამოდისო. ეს ადამიანები სასტუმროში განათავსეს. დღეს გავიგე, რომ ერთ-ერთს, თურმე, კორონავირუსი დაუდგინდა. არ ავრცელებენ, რომ პანიკა არ ატყდეს, არადა, ეს ინფორმაციაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლისგან გავიგეთ.

- მედპერსონალი სპეცტანსაცმლით შედის სასტუმროში?

- არა, რას ამბობთ? ჩვეულებრივი სამუშაო ფორმები აცვიათ, მხოლოდ სანიტრები შედიან, ალაგებენ და უშვებენ.  ექიმები, როგორც ჩანს, ჩუმად შედიან. იქ არცერთ სანიტარს ექიმი არ უნახავს.

- ისინი ცალკე ნომერში იმყოფებიან? დავირუსებული არის ვინმე?

- არა, სხვებთან ერთად და არც გადაჰყავთ სააავადმყოფოში. პანიკის ეშინიათ, ალბათ. ისედაც  თავიდანვე პანიკა იყო, აქ რომ ჩამოიყვანეს და სავადმყოფოში რომ გადაიყვანონ, ხალხი მიხვდება. ალბათ ეშინიათ, უარესი პანიკა არ მოჰყვეს ამ ამბავს. უარესი მოყვება კიდეც.

- მკურნალობას როგორ უტარებენ სასტუმროში?

- არანაირი მკურნალობა არ უტარდებათ. სანიტარი მიდის, სიცხეს უზომავს და მოდის. აქ არ გვყავს კარგი ექიმები. აქ ვერც უმკურნალებენ მაგ ვირუსს. აქაური ექიმები ფილტვების ანთებასაც ვერ გებულობენ და კორონავირუსს უმკურნალებენ?

- აბა, ამას საიდან დაუდგინეს?

- სიმპტომები ჰქონდა, მერე ანალიზიები  თბილისში გამოიგზავნა და დადასტურდა დიაგნოზი. ისიც გავიგეთ, ორი დღის წინ ჩინელი მუშა ჩამოსულა, ვითომ ჩაკეტილია საზღვარი, ამ მუშასაც აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ კაცს მალავენ. ჯერ თქვეს, თბილისშიაო, ახლა საჩხრეშიაო. ძალიან გაურკვევლი სიტუაციაა.  ყველანი  შეშინებულები ვართ. ვისგანაც ეს ინფორმაცია გავიგეთ, ისიც გვითხრა, არ გახვიდეთ გარეთ და საჭმელი მოიმარაგეთო. დღეს ვაპირებ ბაზარში წასვლას და რამოდენიმე თვის მარაგის გაკეთებას“.

იმის გასარკვევად, რეალურია თუ არა კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია და საჩხერეში ხომ არაა პანიკა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დავუკავშირდით. მან უარი გვითხრა კომენტარზე და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, პრესსამსახურმა საჩხერის კლინიკის დირექტორთან. თუმცა, სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.

საჩხერის კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ კატეგორიულად უარყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

- ბატონო მიხეილ, ცოტა ხნის წინ საჩხერიდან მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილ 34 ქართველიდან ერთ-ერთს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ადასტურებთ?

- არა, ტყუილია, არ ვადასტურებთ. მათ სიმპტომებიც არ აქვთ და ანალიზებიც არ გაგვიკეთებია.

- მათთან სნიტრებიც სამუშაო ტანსაცმლით შედიანო, მართალია?

- რა თქმა უნდა, როცა მიდიან სამუშაოდ, სამუშაო  ტანსაცმლით შედიან, მაგრამ შესასვლელში, კარის ზღურბლზე მოწყობილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები, თარო, სადაც განთავსებულია ბახილები, ხალათები, პირბადეები, სპეციალური ატრიბუტები, რაც აუცილებელია სადეზინფენქციო წესების დაცვისთვის.

- რამდენი სანიტარი მუშაობს?

- 24 სათით არის ერთი სანიტარი. კიდევ  ორი სანიტარი ყოველ დღე  მიდის. ისინი დილით მიდიან სასტუმროში და საღამოს სახლში ბრუნდებიან.

- ჩვენ ვიცით, რომ იქ მხოლოდ ერთი სანიტარია  24 საათის განმავლობაში და არავითარი 2 სანიტარი დამატებით იქ არ მუშაობს.

- კი, ერთი არის და ორნი არიან, რომლებიც სულ იქ არიან.

- აბა, ორი სანიტარი დილით მოდის და საღამოს ისევ სახლში მიდისო?

- არა, ერთი არის 24 საათით და ორი მხოლოდ ადის დილით და საღამოს მოდის, ასევე დამლაგებლები, რომლებიც დერეფნებს ალაგებენ.

- ექიმები საერთოდ არ შედიანო, მაგაზე რას გვეტყვით?

- რას ამბობთ, როგორ არა შედიან? ქალბატონი მაია ხელაძეა ჩვენი კლინიკური მენეჯერი და ის ხელმძღვანელობს პროცედურებს

- ბატონო მიშა, მოსახლეობა პანიკაშია. საკვების მარაგსაც კი აკეთებს...

- უსაფუძვლო პანიკაა. მე აქ ვარ ყოველდღე და არაფერი გამიგია. მეც გამიგია ბევრი ჭორი, მაგრამ არცერთია სიმართლე.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს 34 მოქალაქე, მათ შორის  2 ბავშვი, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. იცინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

კატო მაზიაშვილი